„ანალიზები მოიტანეთ?“ — პედიატრი, ყოველ ვიზიტზე
ყველაფერი თან მაქვს.
აცრების ბარათი, ფორმა 100, ანალიზები, ექიმის დასკვნები — გადაუღეთ ფოტო ან ატვირთეთ PDF, და ბავშვის ჯანმრთელობის მთელი ისტორია ერთ ადგილას იქნება: თარიღით, კატეგორიით, თითო ბავშვზე ცალკე.
ჩამოტვირთვა უფასოა · iPhone და Android · ქართულად და ინგლისურად

ქაღალდი ცვდება და იკარგება. ფოტო რჩება.
სამი მარტივი რამ, რისთვისაც Kinvo შეიქმნა.
01 · შეინახეთ
ფოტო, PDF, რამდენიმე გვერდი
გადაუღეთ ფოტო ან ატვირთეთ PDF. მრავალგვერდიანი ცნობაც ერთ დოკუმენტად ინახება — თარიღით, სათაურით და კატეგორიით.
02 · იპოვეთ
ყველაფერი თავის თაროზე
ვაქცინაციები, ანალიზები, ექიმის ჩანაწერები, ჰოსპიტალიზაცია. მოძებნეთ სახელით, გაფილტრეთ კატეგორიით, დაალაგეთ თარიღით.
03 · გაუზიარეთ
ექიმს — ერთი ბმული
აირჩიეთ, რომელი დოკუმენტები ნახოს ექიმმა და რამდენ ხანს. ბმული რეგისტრაციის გარეშე იხსნება, თქვენ კი მას ნებისმიერ დროს გათიშავთ.
და ის, რაც ქაღალდზე არ ეტევა.
აცრების კალენდარი
საქართველოს ეროვნული კალენდრით: რომელი დოზა გაკეთდა და რომელი მოდის.
ზრდა
სიმაღლე, წონა და თავის გარშემოწერილობა: ყოველი გაზომვა თავისი თარიღით, ზრდა კი — გრაფიკზე.
შეხსენებები
ვიზიტისა და აცრის შეხსენებები — შეტყობინებით ტელეფონზე.
რამდენიმე ბავშვი
თითო ბავშვს თავისი პროფილი, დოკუმენტები და კალენდარი აქვს.
Face ID და თითის ანაბეჭდი
აპი Face ID-ით ან თითის ანაბეჭდით იკეტება.
ორ ენაზე
Kinvo ქართულად და ინგლისურად მუშაობს.
ექიმებისთვის
მშობელმა ბმული გამოგიგზავნათ?
ბმული ნებისმიერ ბრაუზერში იხსნება — აპისა და რეგისტრაციის გარეშე. დაინახავთ ბავშვის სახელს, დაბადების თარიღს და მხოლოდ იმ დოკუმენტებს, რომლებიც მშობელმა აირჩია.
- ბმული 1, 7 ან 30 დღე მოქმედებს — როგორც მშობელი აირჩევს.
- მშობელს ბმულის გათიშვა ნებისმიერ დროს შეუძლია.
- ფოტოები და PDF-ები პირდაპირ გვერდზე იხსნება.
ხშირი კითხვები
ექიმს აპი სჭირდება?
არა. ექიმი ბმულს ნებისმიერ ბრაუზერში ხსნის, რეგისტრაციის გარეშე, და ხედავს მხოლოდ იმ დოკუმენტებს, რომლებიც თქვენ აირჩიეთ.
რამდენი ბავშვის დამატება შემიძლია?
რამდენიც გჭირდებათ. თითო ბავშვს თავისი პროფილი, დოკუმენტები და კალენდარი აქვს.
ტელეფონი რომ დავკარგო?
მონაცემები თქვენს ანგარიშს ეკუთვნის და არა ტელეფონს. ახალ ტელეფონზე შედით ისევე, როგორც ადრე — ნომრით, Google-ით ან Apple-ით — და ყველაფერი ადგილზე დაგხვდებათ.
ინგლისურადაც მუშაობს?
დიახ, Kinvo ქართულად და ინგლისურად მუშაობს.
სად წავიკითხო, როგორ ინახება ჩემი მონაცემები?
წაიკითხეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და მონაცემთა დაცვის გვერდზე.
კითხვა მაქვს. ვის მივწერო?
მოგვწერეთ: support@kinvo.ge.